პარასკევს შევკრათ პირობა,ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია,
ჩავუხტეთ ბუღალტერიას,
თავს დავანგრიოთ ბანია,
ჩეკი ავიღოთ კუთვნილი
ჩეიზ-ბანკს მისატანია,
ზედ ცხარე ცრემლი ვაპკუროთ-
ვაჰმე, რა დასანანია!
იქ ქეშად გადავაქციოთ,
მით დავგმოთ კლეპტომანია,
რენტის გადახდის დღე მოდის -
ლენდლორდს ვუსუქოთ ტანია...
მერმე ხინკალი შევჭამოთ,
(პიცა რა მოსატანია!)
თან დავაყოლოთ "კორონა" -
მექსიკის ჩამოსხმანია,
კვლა ჩავრთოთ ტელევიზორი,
(ბროდვეის - დასვიდანია :((( )
ვნახოთ, რასა იქმს ობამა,
რამდენი შერჩა ფანია.
მერე კომპიუტერს მივუჯდეთ-
მუნ გულის მოსაფხანია,
ვწეროთ/ვიკითხოთ კომენტნი,
ფრენდებს ვაწვდინოთ ხმანია.
თავზე რომ დაგვათენდება
და დაგვიტოკებს ჯანია,
მივულასლასდეთ კრავოტსა -
ზავოდს წავიდეს ვანია!
გამოგვაღვიძებს ჩინელი,
ბოთლების შემგროვანია,
გაგვითენდება შაბათი,
მზიან ან ღრუბლიანია.
No comments:
Post a Comment