Tuesday, January 4, 2011

"ბუზიკი, ლუზიკი, თოვლის ბაბუი..."

საახალწლო კონცერტებთან მიმართებაში გამოთქმულ ქოქოლებთან დაკავშირებით გამარკვიეთ, თუ ღმერთი გწამთ (თუ არ გწამთ, მით უმეტეს უნდა გამარკვიოთ, გეთაყვათ!)

1. არსებობენ უკეთესი შოუმენები საქართველოში და გვიმალავენ?

2. მთელი შეგნებული სიცოცხლე "პაკაზუხას" ხომ ვერ ვიტანთ და ხომ ვებრძვით, სიტყვით მაინც? ჭეშმარიტად! ჰოდა, როცა მოვითხოვთ (o, yes! და თუ არ მივიღეთ, ძაან გვიტყდება და პატაგონიური ლამებივით ვიფურთხებით), რომ მასობრივი (თანაც უფასო) სანახაობების დონე ქვეყანაში შოუ-ბიზნესის, ტელევიზიის, ზოგადად კულტურის და საერთოდ ცხოვრების დონეზე გაცილებით უფრო "პრადვინუტი" იყოს, ამას "პაკაზუხა" ჰქვია თუ არა?

3. გუშხამ სტადიონის ბალახზე დაგებულ სახელმწიფო დროშაზე მოგულავე "უცნობის" ათი ათასობით გავეშებული ფანის პატრონ ქვეყანაში დღეს "ხალიავნი" კონცერტზე ლედი გაგამ და სირკ დუ სოლეიმ თუ არ გვასიამოვნეს, თავს რომ შეურაცხყოფილად ვგრძნობთ, ამას რა ჰქვია?

გაგაზე გამახსენდა...რაც შეეეხება უცხოელების მოწვევას. ჩემი კრიტერუმი ამ შემთხვევაშიც ოდნავ განსხვავებულია.

მე პირადად, 2008 წლიდან მოყოლებული რუსეთში ნაგასტროლარ და მით უმეტეს პუტინ-მედვედევისთვის ხელჩამორთეულ და მათთანვე წახემსებულ არც ერთ მეტნაკლებად ცნობილ "როჟას" საქართველოს არ გავაკარებდი, მთლად ციდან ვარსკვლავებს რომ წყვეტდეს.

ამიტომ, ჩემი მუსიკალური პრეფერენციებისგან სრულად დამოუკიდებლად, "ცხვარგამობმული" კი არა, საფლავიდან ამოღებული ანდრეა ბოჩელი მირჩევნია, მაგალითად, შუშპარა და მჩქეფარე ცოცხალ ბონოს.



No comments:

Post a Comment