პროცედურა "კროჭს* ხელი მოუჭი" (c)ვიდრე ორთავიანი მუტანტის მოკურკლულ მარაზმს სერიოზული სახით, შეჭმუხნული წარბებით, ნწუ, ნწუ. ნწუ-ს ძახილით და დისციპლინარული სასჯელების მოთხოვნით ავიტაცებდეთ და, შესაბამისად, "გავატირაჟებდეთ", საჭიროა:
1) მივიღოთ ერთი ჭიქა გვირილის ნაყენი,
2) დავითვალოთ 30-მდე,
3) კიდევ ერთხელ, დამშვიდებული ნერვებით და სრულ გონებაზე მყოფებმა გადავიკითხოთ ზემოდხსენებული მარაზმი;
4) გავიაზროთ;
5) ტემპერამენტის და იუმორის გრძნობის შესაბამისად:
ა) თავი შეურაცხყოფილად ვიგრძნოთ, ბედმა რუსეთისნაირი იდიოტი რომ გვარგუნა მტრად;
ბ) ვიტიროთ პუშკინ-ტოლტოი-დოსტოევსკის მემკვიდრე კოლექტიური ტანაყრილი დებილის საცოდაობით;
გ) ცოცხლად წარმოვიდგინოთ ნორმალურ ევროპულ სასტუმროში შეჯლიგინებული 80 ცალი პერებოზკინა (ან თუნდაც 80 ცალი თინა კანდელაკი) და, თუ სახის კუნთების დამბლა არ გვაქვს, გავიღიმოთ მაინც.
*კროჭი - ონკანი (ძველქართულად). თბილისის ურბანისტული ფოლკლორი ამ ტერმინის გამოყენებას კონსტანტინე გამსახურდიას მიაწერს.
:))))))))))ბედმა რუსეთისნაირი იდიოტი რომ გვარგუნა მტრად;
ReplyDeleteაი ეს ძაან მაგარი იყო