სიბერემდე სიქაჩლეო...
ჩემის უგუნურებით მეგონა ბოზობის ასაკი იწრო იყო. გაწი-გამოწი, ზედა ზღვარი თინა კანდელაკის საპასპორტო მონაცემებზე უნდა გადიოდეს-თქო, ეგრე ვანგარიშობდი საგვარეულო ჩოთქით ხელშია.
ოლოლოების კორიანტელი მენა.
რობერტ სტურუას "ატკრავენიები" რომ წავიკითხე, მაშინღა მივხვდი:
"ბლიადსტვუ ვსე ვოზრასტი პოკორნი!!!!".
კაცად არც არასოდეს დაბადებულა და როგორც რეჟისორი "კავკასიურის ცარცის წრის" მერე მოკვდა. მოკვდა კია, მაგრამ საბჭოთა "გოსკონცერტი" მავზოლეუმის მუმიასავით ინახავდა უხრწნელადა, დითირამბების და დაჟინებული საექსპორტო რეკლამის პერიოდული შეშხაპუნებითა.
ეხლაც მოსკოვი თუ შააჭმევს პურსა, კარაქსა და ზუთხის კვერცხებსა, თორე სტურუებისნაირი რეჟისორების კონა საზიზღ ამერიკაში დაახლოებით 10 ცენტი ღირს ჯულიარდის სკოლის მოსამზადებელ კურსებიდან გამოუსვლელადა.
ევროცენტზე თუ გადავიანგარიშებთ, ვაითუ არცა ჩირად არ ეღიროს, ვალუტის კურსი ნუ გამიწყრება.
განა იმიტომაც არ უფართქალებს ეგზომ ძრიელ გულ-ღვიძლი დიდი რუსეთის სიყვარულით ჩვენს კულტურულ საუნჯესა?
დიდი რუსეთის უსაშველო სიყვარულმა გამო*ლევება იცის, ვეჟო! იმ ზომამდე გამო*ლევება, რომ შეიძლება საკუთარი ბეჩავი თავი მუსიე შატობრიანს შეადარო, ბარბაროსისგან თავის დახსნის წადილი - ბუონაპარტეს ამპარტავნობასა, შენივე ქვეყანას კი დამარცხება უსურვო, როგორც მსოფლიოს გრაჟდანინმა. თანაც სამართლიანმა.
საღორეს ვერა და ვერ შელევიხარ, რობიკ, და მსოფლიოს მოქალაქეობას ეკეკლუცები? აფერუმ შენა!
აფერუმ კიდენა იმ მსოფლიოს, შენ რომ თავის მოქალაქეთა ამქარში გაგრევს, საბრალოვ:).
ცარციანი რობიკოი ზედ დააკვდება, როგორცა წითელ მოედანს ლენინი
ReplyDelete